ქართველი მეზღვაურის გადმოსვენების თარიღი უცნობია

22 იანვარი 2019, 00:00 3645 ნახვა

როდის გადმოასვენებენ  23 წლის ქართველ მეზღვაურს სამშობლოში ჯერ-ჯერობით უცნობია. დავით რაზმაძის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგადაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დადგინდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გადმოსვენების პროცედურებთან დაკავშირებით მუშაობას ამის შემდეგ დაიწყებს.  ქართველი მეზღვაური 2 კვირის წინ გაუჩინარდა. იგი  გუშინ გარდაცვლილი ,  სამძებრო სამუშაოების შემდეგ იპოვეს.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში