ევროპის მოედანზე გაშლილი ​ ''ანტიქიმიური კარავი'' ორგანიზატორებმა აიღეს 

21 იანვარი 2019, 00:00 1784 ნახვა

ბათუმში, ევროპის მოედანზე  ე.წ  ''ანტიქიმიური კარავი'' გვიან ღამით აქციის ორგანიზატორებმა აიღეს.  მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება ერთობლივი თათბირის შემდეგ მიიღეს და ახლა მუშაობის სხვა სტრატეგია მუშავდება. ე.წ  ანტიქიმიური კარავი აქციის მონაწილეებმა გუშინ პორტთან საპროტესტო აქციის შემდეგ  გაშალეს. 

საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ მოქალაქეებს  იმის შესახებ თუ რა საფრთხეებს შეიცავს ახალი ქიმიური ტერმინალის მშენებლობა ინფორმაციას, 24 საათიან რეჟიმში მიაწვდიან. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი