აშშ-ს სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტში 

21 იანვარი 2019, 00:00 2408 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Donald Cook (DDG 75) ბათუმის ნავსადგურში დღეს შემოვიდა. ის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია, რომელიც ექსპლუატაციაში 1998 წელს ჩაეშვა. 

სამხედრო ხომალდი, შავ ზღვაში ყოფნისას  მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში. დაგეგმილია ერთობლივი წვრთნებიც

Donald Cook-ის ეკიპაჟში 306 მეზღვაური შედის. 

''Donald Cook-ის შემოსვლა შავ ზღვაში ხაზს უსვამს ამერიკის როლს ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის სფეროში. ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება მოკავშირეების გაძლიერებით თანამშრომლობის გამყარებას, რაც ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად. გაიმართება ტურები ხომალდზე, ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ამერიკელ მეზღვაურებსა და ქართველ სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის და რამდენიმე ერთობლივი წვრთნა. Donald Cook-ის საპორტო ვიზიტი ამერიკელ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს მოინახულონ ისტორიული ადგილები და გააღრმავონ გრძელვადიანი პარტნიორობა ქართველ კოლეგებთან. ამერიკული საზღვაო ძალების მიერ ხომალდების საქმიანობა შავ ზღვაში თანხვედრაშია Montreux-ის კონვენციასთან და საერთაშორისო სამართალთან'' - წერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ბათუმის პორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია იწყება.

ფოტო: თამუნა გაზდელიანი, დავით ხილაძე

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი