განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დაკავებულები 1996, 2000-ს და 1981 წელს დაბადებული ირანის მოქალაქეები არიან. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების ჩხრეკისას მორფინის და კოდეინის მარილის შემცველი ნივთიერება, 60 აბი "სუბოქსინი", ბუპრენორფინის შემცველი ფხვნილი და ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" (მარილი) ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.