სამებაში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

20 იანვარი 2019, 00:00 1290 ნახვა

დღეს ჩვილთა საყოველთაო, 57–ე ნათლობა გაიმართება. ილია მეორის ნათლული კიდევ 630 ბავშვი გახდება. საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

კათოლიკოს-პატრიარქი,  II ტაძარში ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის მიბრძანდება, შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. დღეისთვის უწმინდესს 37 305 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 56-ე ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 18 ნოემბერს გაიმართა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი