დეკანოზი იოანე ეპისკოპოსების დაპირისპირებაზე

19 იანვარი 2019, 00:00 1644 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი,  სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის და ჭყონდიდის მიტროპოლიტის დაპირისპირებას გამოეხმაურა. დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით ეკლესია მსგავს საკითხებს სინოდის სხდომაზე განიხილავს.

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს, ეკლესიის წინააღმდეგ მოღვაწეობაში ღიად ადანაშაულებს, მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ მეუფე პეტრე ცილისმწაბელურ განცხადებებს აკეთებს და ღიად ებრძვის პატრიარქს, მეუფე პეტრე კრიტიკას პასუხობს და აღნიშნავს, რომ მეუფე სპირიდონი „ჩარჩენილია საბჭოთა კავშირში და საბჭოურადაც აზროვნებს“.  მან თავის განცხადებაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მეუფე სპირიდონს არ დაუფიქსირებია თავისი აზრი ე.წ. ციანიდის საქმეზე.  ჭყონდიდელი მიტროპოლიტი საეკლესიო სასამართლოს მოწვევას ითხოვს, რომელზეც უნდა განიხილონ მეუფე სპირიდონის ქმედებები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი