Human Rights Watch - 2018 წლის ანგარიში 

18 იანვარი 2019, 00:00 1708 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნები, ქართული მართლმსაჯულება, ხორავას ქუჩისა და თემირლან მაჩალიკაშვილის  მკვლელობის საქმეები,  ნარკოპოლიტიკა, შრომის უსაფრთხოება, ლგბტ ადამიანების დისკრიმინაცია და მედია პლურალიზმის შეზღუდვის საფრთხეები - საქართველო იმ 90 ქვეყანას შორისაა, სადაც 2019 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა შეისწავლა. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში საარჩევნო კამპანია  თანასწორ გარემოში წარიმართა, თუმცა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზეცაა საუბარი. პრობლემად სახელდება სამართალდამცველთა დაუსჯელობა.

ანგარიში ასევე ეხება თბილისში, ღამის კლუბებში ჩატარებულ ოპერაციას. დადებით ნაბიჯადაა შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა. ანგარიშის მთავარი აქცენტები რეპორტაჟში თეონა ხარაბაძემ შეკრიბა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი