თამარ მეფის გამზირზე ავარიის დროს ქალი დაშავდა

18 იანვარი 2019, 00:00 2492 ნახვა

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის დროს ქალი დაშავდა, რომელიც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ''მედ ცენტრში'' გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, პაციენტს მძიმე დაზიანებები არ ჰქონდა. 

ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი