ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე გამოძიება შეწყდა

17 იანვარი 2019, 00:00 2075 ნახვა

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2017 წლის 10 დეკემბერს მსგავსი შემთხვევა მოხდა ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე.  მაშინ შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. 45 ბინა კი დაზიანდა. მომხდარზე გამოძიება 240 მუხლით მიმდინარეობდა, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და საქმეზე გამოძიება შეწყდა. ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მალევე კორპუსის დემონტაჟი განხორციელდა. ტერიტორია უკვე გასხვისდა და ახალი საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარე წის 1 მარტს უნდა დაიწყოს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი