დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

16 იანვარი 2019, 00:00 3138 ნახვა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

​აფეთქების შედეგად არიან ასევე დაშავებულები, რომლებიც სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.  დიდ დიღომში კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში