შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავებისა და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, დაშავებულია ოთხი ადამიანი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქარმა ასევე დააზიანა შენობა-ნაგებობების სახურავები.
დროებით გადაკეტილი იყო ჯავახიშვილის ქუჩა, სადაც სამშენებლო ობიექტის ბოლო სართულიდან სამშენებლო მასალა ცვიოდა. ასევე უამინდობის გამო, ორი ადამიანი დაშავდა ხახულის ქუჩაზე კერძო სახლიდან გადმოვარდნის შედეგად. ერთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მეორე კი მცირედი დაჟეჟილობით სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.