სასტუმრო ინტურისტში განთავსებულ ''ლიბერთი კაზინოს'' 180 თანამშრომელს გაუცემელ ანაზღაურებას დაუფარავენ

16 იანვარი 2019, 00:00 3526 ნახვა

სასტუმრო ინტურისტში მოქმედი "ლიბერთი კაზინო" დაიხურება თუ გააგრძელებს მუშაობს ამ ეტაპზე უცნობი რჩება. სამორინეს 180 თანამშრომლის ხელფასის შესახებ კი, რომელიც დეკემბრის თვიდან არ გაუცია სამორინეს მფლობელებს, კომპანია "მეტრო" აკეთებს განმარტებებს. 

"კომპანია ,,ლიბერთი კაზინოს“ მხრიდან თვის ბოლომდე მოხდება არსებული სახელფასო დავალიანების გასტუმრება" - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

კომპანია "მეტრო" სასტუმრო ინტურისტის მფლობელია, რომელსაც ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული "ლიბერთი კაზინოსთან".

"ლიბერთი კაზინოს" 180 თანამშრომელი კი 4 იანვარს შეიკრიბა და სამორინეს ადმინისტრაციას კუთვნილი ხელფასები მოსთხოვა, რომელიც, მათი თქმით, დეკემბრიდან არ გაცემულა. სამორინეს თანამშრომლები ასევე აცხადებდნენ, რომ მათ "ლიბერთი კაზინოს" დახურვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, ამიტომ კომპენსაციას და სამსახურში აღდგენას ითხოვდნენ. 

სასტუმრო ინტურისტის მფლობელი კომპანია მეტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "განაახლებს თუ არა კაზინო მუშაობას და რომელი კომპანია შემოვა, ეს იქნება „ლიბერთი კაზინო“ თუ სხვა, ეს საკითხი ჯერ მოლაპარაკების პროცესშია".

ასევე უცნობია, მოხდება თუ არა თანამშრომლების სამსახურში აღდგენა, თუ სხვა სამორინე დაიწყებს ფუნქციონირებას "ინტურისტში". 

თანამშრომლებმა კაზინოს დახურვა 4 დეკემბერს გააპროტესტეს. თქვეს, რომ  წინასწარ არ გაუფრთხილებიათ და მათ მხოლოდ კაზინოში სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი