ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ქარმა ორსართულიან შენობას სახურავი გადახადა

16 იანვარი 2019, 00:00 2995 ნახვა

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე (105-107 ნომერი)  ქარმა ორსართულიან შენობას სახურავი გადახადა. ობიექტის პირველ სართულზე მაღაზიებია განთავსებული, მეორე სართულზე კი საცხოვრებელი სახლია.

თუნუქის ფირფიტები ნაწილობრივ არის ამძვრალი და ქარის გაძლიერების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ის საავტომობილო გზაზე გადავარდეს.

მრავალსართულიანი კორპუსების ეზოში ფანჩატურიც წაქცეულია. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ვიდეო მასალა და ინფორმაცია, მოქალაქე ანრი სირაბიძემ მიაწოდა. 

ვიდეოში ჩანს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მშენებარე კორპუსიც არია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი