უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა საკუთარ პოზიციას ჯერჯერობით არ აფიქსირებს. დეპუტატები აცხადებენ, რომ ავტოკეფალიის მილოცვის საკითხზე ისინი საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას ელოდებიან. ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ეკლესიებს შორის ურთიერთობები ეკლესიების საქმეა.