რაჭაში 24 წლის კაცს ეძებენ

15 იანვარი 2019, 00:00 3270 ნახვა

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცს, შოთა სამხარაძეს ეძებენ. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორიიდან სამი დღის წინ გაუჩინარდა. 

''შოთა სამხარაძე სოფელ ღარიდანააშოვში თოვლის ფესტივალიდან დაიკარგა. მესამე დღეა ვეძებთ, თუმცა რეგიონში თოვლის დიდი საფარია და სამძებრო სამუშაოები გართულებულია'' - უყვება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო და სამაშველო სამუშაოები.  პროცესში პოლიცია, სამაშველო და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. 

 

ამავე კატეგორიაში