თბილ ამინდს ხვალ ქარიშხალი და წვიმა შეცვლის

15 იანვარი 2019, 00:00 8353 ნახვა

ხვალ, 16 იანვარს ცივი და ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელების შედეგად, დღის მეორე ნახევრიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება. მოსალოდნელია ქარიშხალი, ზღვაზე შტორმი, მთაში თოვლი და ქარბუქი. 

ბათუმში დღეს +16, +18 გრადუსია. ხვალ შუადღით კი ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და 12-14 გრადუსით ნაკლები იქნება. 

16 იანვარს აჭარაში, დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის ქარიშხალი. 

დღეს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთში +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი +9, +11 გრადუსი იქნება. სანაპირო კურორტებზე პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ხვალ კი აღმოსავლეთის ქარს, დასავლეთის ჩაანაცვლებს 20-25 მეტრ წამში, სანაპირო ზოლში შესაძლებელია 27 მეტრ წამამდე. 

ზღვაზე შეიქმნება შტორმული სიტუაცია, ტალღის მაქსიმალური სიმაღლე 5 ბალი იქნება.

მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მთიან ზონაში შესაძლოა ზვავების ფორმირება მოხდეს და მეწყრული პროცესები განვითარდეს.

17 იანვარს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კიდევ უფრო აცივდება, დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია თოვლჭყაპი.  

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი