გრიპის ვირუსის გამო საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, დეზინფექცია ყველა სკოლაში უნდა ჩატარდეს.
საკლასო ოთახები და დერეფნები სპეციალური ხსნარებით მუშავდება. პედაგოგების ინფორმაციით, შენობის სველი წესით დამუშავება სწავლის განახლების შემდეგაც გაგრძელდება.