დღეიდან ''ჭკვიანი კამერები'' იმ ავტომობილის მძღოლებს დააჯარიმებენ, რომლებსაც ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლიათ

14 იანვარი 2019, 00:00 6096 ნახვა

ავტომობილებს, რომლებსაც ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლიათ, დღეიდან ''ჭკვიანი კამერები'' გამოავლენენ. მძღოლები კი დაჯარიმდებიან. ისინი მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 441 ვიდეოკამერა მუშაობს. მათ შორის 795 ზოგადი ხედვის, 646 კი ე.წ. "ჭკვიანი" ვიდეოკამერაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე 20% -იანი შეღავათით სარგებლობს.

იმ შემთხვევაში, თუ დაჯარიმებული მძღოლი შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში თანხას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ფოსტით გადაეგზავნებათ.

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, police.ge-ზე გამოქვეყნდება. 

2019 წლის პირველი იანვრიდან, ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი