აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ჰოლანდიაში, უტრეხტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. „Vakantie Beurs 2019” -ზე რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტი პირველად მონაწილეობს და ის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთადაა წარმოდგენილი.
ტურიზმის დეპარტამენტი საქმიან შეხვედრებს მართავს საერთაშორისო ტურისტულ, სარეკლამო კომპანიებთან და ორგანიზაციებთან. წელს აჭარას 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწევენ პოპულარიზაციას.