H1 N1 გრიპის ვირუსით აჭარაში 5 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის ერთი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით გრიპის ვირუსით ჯამში 15 ადამიანი გარდაცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გრიპის ვირუსის გავრცელების დინამიკა უცვლელია. წინა დღეების მსგავსად, გრიპის ვირუსის დიაგნოზით დღესაც 200-მდე პაციენტი რჩება ქალაქის სხვადასხვა კლინიკაში.დაახლოებით 20-მდე პაციენტი კი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მაღალია მიმართვიანობა დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში. კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ პოლიკლინიკები. სეზნურ ვისურებთან დაკავშირებით, დღეს და ხვალ უქმე დღეებში მუშაობს პირველადი ჯადაცვის კლინიკები. ბათუმის 6 საოჯახო მედიცინის ცენტრში ექიმები მორიგეობენ, რომლებიც 17 საათამდე მიიღებენ პაციენტებს.