გურიაში 28 წლის კაცი სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

11 იანვარი 2019, 00:00 2127 ნახვა

გურიაში, გუშინ, ღამით 28 წლის კაცი, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით  გარდაიცვალა. ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ახალგაზრდა კაცი ქუთაისის საავადმყოფოში, ერთი კვირის განმავლობაში,  ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, გარდაცვლილს H1N1 ვირუსი დაუდგინეს, გია ბერძენიშვილს თქმით, გარდაცვლილი ჩოხატაურიდან ქუთაისში მალევე გადაიყვანეს. დაღუპულს სხვა დაავადებაც ჰქონდა. 

“როგორც კი შეუძლოდ გახდა წავიყვანეთ ქუთაისში. ყურადღება არავის დაუკლია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ერთი კვირის განმავლობაში, აპარატზე იყო შეერთებული”- ამბობს გარდაცვლილის მამა “გურია ნიუსთან” -გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცის მამა, გია ბერძენიშვილი. 

თუ ლაბორატორიულად H1N1 ვირუსი დადასტურება, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გრიპის ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 14-მე გაიზრდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი