პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა

11 იანვარი 2019, 00:00 1219 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი 15 იანვრიდან, მეორე  კი, 15 თებერვლიდან დაიწყება. ადმინისტრაციის ინფორმაციით,   17 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რამაც განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის ახალი უფლება-მოვალეობები.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ,,საქართველოს ბიუჯეტის შესახებ“ კანონით, განისაზღვრა 60 საშტატო ერთეული. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, პირველ ეტაპზე შიდა რესურსისთვის გაკეთდება შეთავაზებები, იმის მიხედვით, როგორ დააკმაყოფილებენ ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

მეორე ეტაპზე კი ვინც  ვერ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გადავა უკვე საჯარო ბიუროს განკარგულებაში და საჯარო ბიურო, მთელი საქართველოს მასშტაბით  საჯარო სამსახურში, შეეცდება თითოეული მათგანისთვის შეარჩიოს - მოძებნოს შესაბამისი პოზიცია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი