ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტულ ორგანიზაციებს მიმართავს პრეპარატ "ტამიფლუზე" ფასები დაწიონ. მინისტრის თქმით, გაზრდილი ავადობის პერიოდში სასურველია გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობა.
სერგეენკომ აღნიშნა, რომ კომპანიებს, რომლებიც „ტამიფლუს“ დისტრიბუციას ახდენენ, ამის შესაძლებლობა აქვთ.
„მე არ მაქვს უფლება ვთქვა, ჩვენ რა ფასად ვყიდულობთ პრეპარატს, რადგან მეორე მხარემ ამის შესახებ უნდა იცოდეს. თუმცა, მექნება მიმართვა ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც ამ პრეპარატის დისტრიბუციას ახდენენ, განიხილონ შესაძლებლობა გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და ამ კონკრეტულ პრეპარატზე ფასები დასწიონ. ჩემი შეხედულებით, ამის რეზერვი და რესურსი მათ აქვთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ჯანდაცვის უწყების რეზერვი 10 ათასი კოლოფი „ტამიფლუთი“ შეივსება.