ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთაში შუქნიშანი არ მუშაობს

10 იანვარი 2019, 00:00 2325 ნახვა

ბათუმში, ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთაში რამდენიმე დღეა შუქნიშანი არ მუშაობს, მარეგულირებელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა. 

ბაგრატიონის ქუჩაზე ძირითადად ტრაილერები მოძრაობენ, ამიტომ დაზიანებული შუქნიშნის გამო საფრთხე ექმნებათ, როგორც ქვეითებს, ასევე მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს. 

ქალაქში  შუქნიშნების მოვლა-პატრონობა ბათუმის ავტოტრანსპორტის პრეროგატივაა. უწყებაში აცხადებენ, რომ  დაზიანებული შუქნიშნის შეკეთება ვერ მოხერხდა.  მას ავტოტრანსპორტი საზღვარგარეთ შეიძენს, თუმცა  ვადები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საგზაო მოძრაობის რეგულირებას საპატრულო პოლიცია საჭიროების მიხედვით ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში