ბათუმში საბავშვო ბაღებში არდადეგები ერთი კვირით გახანგრძლივდა

09 იანვარი 2019, 00:00 3720 ნახვა

ბათუმის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდა. ბათუმის ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ სწავლა 21 იანვარს  განახლდება, თუ გრიპის ვირუსის გავრცელების სტატისტიკური მონაცემები არ შეიცვლება. 

"სიტყვიერი თანხმობა მივიღეთ მერიიდან,  წერილიც გავგზავნეთ  სწავლის დაწყების 18 რიცხვამდე  გადადების თაობაზე. უქმე დღეები შემდეგ,  ორშაბათს, 21 იანვარს განახლდება სწავლა" - გვითხრა ბათუმის ბაღების გაერთიენების დირექტორმა მამუკა შამილიშვილმა. სწავლის განახლებამდე საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.   

დღესვე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით სწავლა სკოლებშიც გადაიდო.   სწავლის განახლების გადაწევის საკითხი დღის წესრიგში H1N1 ვირუსის ხშირი ფაქტების დაფიქსირების გამო დადგა. ამ დროისთვის ვირუსის მატარებელთა რიცხვი ეპიდემიის ნიშნულს არ აღწევს, თუმცა საავადმყოფოებში მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით დაავადებულთა სტატისტიკა ბოლო დღეების მონაცემებით იკლებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი