პარლამენტისგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ როგორც კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები განმარტავენ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 24 დეკემბრის სხდომაზე, სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია და იგი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა.
მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ სიაში მოხვდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებმაც საზოგადოებას თავი გახმაურებულ საქმეებზე მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებებით დაამახსოვრეს და რომელთა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სამართლიანად დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.