ზაზა ოქუაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

08 იანვარი 2019, 00:00 1296 ნახვა

უმაღლესი საბჭო ზაზა ოქუაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს.  ოქუაშვილის მიმართვა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

დეპუტატმა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თხოვნით უმაღლეს  საბჭოს  20  დეკემბერს  მიმართა.  საკითხს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, მათი განცხადებით ის რომ დეპუტატი არ იმყოფება  ქვეყანაში და ვერ ესწრება სხდომებს იმ ზეწოლის შედეგია, რომელზეც დეპუტატი რამდენიმე  თვის წინ საჯაროდ საუბრობდა, გარდა ამისა ოპოზიციის განცხადებით, უმაღლეს საბჭოში  მხოლოდ ელექტრონული განაცხადია შესული და დარღვეულია პროცედურაც.  

ნინო ჩხეტიას განმარტებით  უმაღლესი საბჭოში საქმის წარმოება ელექტრონული ფორმითაა და პროცედურები არ დარღვეულა,  გარდა ამისა  ზაზა ოქუაშვილმა სატელევიზიოდ საჯარო განცხადებებიც გააკეთა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი