შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია. სადღესასწაულო წირვის შემდეგ წყალკურთხევის წესი შესრულდება. სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს.
7 იანვარს მერელოცი, ანუ მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნება, რა დროსაც ეკლესიებში მიცვალებულთა სულებისთვის პანაშვიდს იხდიან და საფლავებზე გადიან.