კაზინო “ლიბერთი”-ს მფლობელებს დახურვასთან დაკავშირებით განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. დაპირების მიუხედავად ჯერ არ გავრცელებულა კომპანიის წერილობითი განცხადებაც. სამორინე, რომელიც სასტუმრო “ინტურისტში” მდებარეობს, დილიდან დაკეტილია. მინაზე გამოკრულ განცხადებაში კი წერია, რომ ობიექტმა ფუნქციონირება ლიცენზიის გაუქმების გამო შეწყვიტა.
თანამშრომლებმა კაზინოს დახურვის შესახებ გუშინ გაიგეს. მათი განცხადებით, ისინი წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მხოლოდ სარემონტო სამუშაოებზე ჰქონდათ ინფორმაცია. უმუშევარი რჩება სამორინეს 180 თანამშრომელი. ისინი დეკემბრის თვის ხელფასს, კომპენსაციებს და ადმინისტრაციისგან მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვენ.