ქართულ ოცნებაში დაპირისპირების და ეკა ბესელიას თანამდებობის დატოვების მიზეზი გახდა სია, რომელშიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა 10 კანდიდატია დასახელებული.
ეკა ბესელიას თანამოაზრე გედევან ფოფხაძე აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თემა მისთვის პრინციპული და წყალგამყოფია. პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან, არის ან ინფორმაციის არქონის შედეგი, ან პოლიტიკური სპეკულაცია.