ფრაქცია ''ქართულმა ოცნების'' გადაწყვეტილება

03 იანვარი 2019, 00:00 1618 ნახვა

2019 წელი „ქართული ოცნებისთვის“ ფრაქციის პირველი საგანგებო თათბირით დაიწყო, რომელსაც, იმის მიუხედავად,  რომ არ არის ფრაქციის წევრი, პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

მოგვიანებით შეხვედრა უკვე საპარლამენტო ბიუროს ფორმატში გაგრძელდა, სადაც იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა გამოხმაურება, რის მიხედვითაც იურიდიული კომიტეტიდან დღეს გედევან ფოფხაძე გაიწვიეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი არ იყო პროცედურების დარღვევა, არამედ, ეს უკავშირდება იმას, რომ მათ არ სურთ სააკაშვილ-ადეიშვილის მოსამართლეები უვადოდ იხილონ უზენაეს სასამართლოში.

ამ თემის მოსამართლეებთან დაკავშირებას კი კატეგორიულად გამორიცხავენ ე.წ. ახალი თაობის დეპუტატები.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი