ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება, სადაც იმსჯელებენ იმ გადაწყვეტილებებზე, რომელზეც დილიდან ქართული ოცნების პარტიულ ოფისში ფრაქციის წევრებმა მიიღეს.
გუნდთან შეუთანხმებლობა და პარლამენტის პროცედურების დარღვევა, სწორედ ეს დასახელდა, გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევის მიზეზებად, სხდომას ესწრებოდა ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მან კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.