ფრაქცია ''ქართულმა ოცნებამ'' გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია

03 იანვარი 2019, 00:00 1525 ნახვა

გედევან ფოფხაძე, რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას წარდგენით, გასულ კვირას აირჩიეს, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან გაიწვია.

აქედან გამომდინარე, იგი კომიტეტში ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს. ფოფხაძე ფრაქციის გადაწყვეტილების გაპროტესტებას არ გეგმავს, თუმცა ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძის ერთგვარი წესი რომ გუნდში განსხვავებული აზრის საჯაროდ გამოთქმა არაგუნდურობას ნიშნავს,  ყოველთვის არ არის გამართლებული.  უკვე 4 საათია  ''ქართული ოცნების'' ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას მართავს.
 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში