კონსტიტუციით მიწის გაყიდვა უცხოელებზე აკრძალულია. თუმცა ახალი კანონპროექტით, რომელზეც მსჯელობას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს არის რამდენიმე გამონაკლისი.
თუ კომპანიის ან შპს მფლობელებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები მაგრამ ქონების 50 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქეა მაშინ შესაძლებელია მიწის გასხვისება.
ასევე გამონაკლისი დაიშვება მიწის მემკვიდრეობით გადაცემასთან დაკავშირებით. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ახალი რეგულაციები ორგანულ კანონში გაიწერება.