გასულ წლებთან შედარებით, დამთვალიერებლების მატებაა სხალთაში, შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმში, როგორც ამას იქ დასაქმებული ადამიანები ამბობენ. მუზეუმი ხიხანის ხეობის ერთერთი ტურისტული მიმართულებაა. მე-12 მე-13 საუკუნეების ციხესიმაგრე და მხოლოდ ამ ხეობისთვის დამახასიათებელი თავისებურებები – ტურისტებისთვის საუკეთესო მიზეზებია მთის დასალაშქრად.