იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ბრიფინგი

29 დეკემბერი 2018, 00:00 1543 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა ბრიფინგი გამართეს. ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, ჩინჩალაძე - მურუსიძის კლანის მხარდაჭერაზე მეტყველებს და მიუღებელია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე იუსტიციის საბჭომ პარლამენტის წინაშე მხოლოდ ისეთი კანდიდატურები უნდა წარადგინოს, რომელთაც საბჭოს აბსოლუტურად ყველა წევრის მხარდაჭერა ექნებათ.

მისივე თქმით, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს ჩინჩალაძის კლანის ინტერესებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და პარლამენტს მისცემს შანსს, აირჩიოს მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი