დღეს და ხვალ ბათუმში პირველად წინასაახალწლო - საშობაო ბაზრობა იმართება. ბულვარის ცენტრალური ნაწილი მანძილზე დისნეის ზღაპრული სამყაროს გაცოცხლების ადგილად გადაიქცევა. პროგრამას კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები, ანიმატორები, გორგოლაჭებით მოსიარულე სანტები და საბავშვო ანიმაციური გმირები სახალისო აქტივობებით წარმოადგენენ.
საახალწლო ბაზრობის კულმინაცია კი პოპულარული იტალიელი მომღერლის, ინგირიდის გრანდიოზული გალა კონცერტი იქნება, რომელიც დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.