კურორტ გოდერძიზე 6 კოტეჯი, სასტუმრო „მეტეო“, ერთი კვების ობიექტი- სამი მილიონ 708 ათას ლარად გაიყიდა. ელექტრონულ აუქციონში ერთი კომპანია შპს „ხიდი 2006“ მონაწილეობდა. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიამ ადმინისტრაციული შენობა, კოტეჯები გაარემონტოს და ორი მილიონი ინვესტიცია განახორციელოს, ასევე ააშენოს ერთი სასტუმრო. აუქციონი გუშინ დასრულდა.