უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება

26 დეკემბერი 2018, 00:00 1349 ნახვა

პარლამენტის წევრები და სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს ახალი კანდიდატების გამწესების პროცედურების წინააღმდეგ.. ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს, მისი თქმით პარლამენტმა უნდა შეაჩეროს წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი და შემუშავდეს კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე პროცედურა და კრიტერიუმები.

ევროპული საქართველო საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელშიც დეპუტატების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომაგდენლებიც იქნებიან, ქართული ოცნების წევრებმა კი მოითხოვეს ხვალ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების პარლამენტში მოწვევა. ამავე საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პარლამენტს საკითხის განხილვის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი