„ნუ მოჭრი-მორთე“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კამპანიას ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა შეუერთდა.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა რუსთაველის ქუჩაზე ნაძვის ხე მორთეს. ღია ცის ქვეშ საახალწლო კონცერტიც გაიმართა. კამპანია ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს.