10 ოქროს, 8 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ქართველმა მოცურავეებმა საერთაშორისო ტურნირზე

23 დეკემბერი 2018, 00:00 1453 ნახვა

10 ოქროს, 8 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ქართველმა მოცურავეებმა საერთაშორისო ტურნირზე. ყველაზე წარმატებული იყო თემო  კობახიძე, რომელმაც 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა და ყველაზე მაღალი ქულები დაიმსახურა.

3 ოქროს მედალი მოიპოვა საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში ნოე ფანცხავამაც. ტურნირში საქართველოს გარდა სლოვაკეთის, ჩეხეთის, უკრაინისა და პოლონეთის 21 კლუბი მონაწილეობდა. გამარჯვებულთა დაჯილდოება 4 სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით მოხდა. ტურნირი სლოვაკეთის ქალაქ კოსიცეში გაიმართა.

ამავე კატეგორიაში