ქობულეთში, ხანძრით დაზარალებულებს ფინანსურად დაეხმარებიან

23 დეკემბერი 2018, 00:00 1490 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში  ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 10-10 ათასი ლარი გადაეცემათ. სოფელ გვარაში 11 დეკემბერს გაჩენილი ცეცხლის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაიწვა სახლის  სახურავი , დაზიანდა ავეჯი და ტექნიკა. 

ოჯახი მიიჩნევს, რომ ხანძარი ელექტროსადენებმა გამოიწვია , შსს-ში კი აცხადებენ, რომ გამოძიება 187-ე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით მიმდინარეობს.  ჩაქვში კი  7 დეკემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად    ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.  ისინი მერიამ დროებით ქირით გაიყვანა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში