პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ერთსულოვნებით ბევრს მივაღწევთ. მთავრობის მეთაურის განცხადებით 2019 წელი იქნება გაცილებით უკეთესი და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა.
მამუკა ბახტაძემ დამდეგი ახალი წელი ემიგრანტებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აანთეს.