შსს - ნივთმტკიცებად ამოღებული 1 ტონაზე მეტი ნარკოტიკი განადგურდა

22 დეკემბერი 2018, 00:00 1512 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტონაზე მეტი წონის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. სისხლის სამართლის 750 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 14 მილიონი ლარია.

სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამოღებული: 2 კილო და 448 გრამი ჰეროინი, 60 კილოგრამზე მეტი ამფეტამინი, 2061 აბი „სუბუტექსი“, „პრეგაბალინის“ შემცველი 547 კაფსულა, 816 აბი და 121 გრამი „მდმა“, 189 აბი და 172 გრამი „მეტადონი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი