მოზარდების მკვლელობის  თვითმხილველი არასრულწლოვნების გამოკითხვა 

22 დეკემბერი 2018, 00:00 1454 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში არასრულწლოვნების გამოკითხვა მიმდინარეობს. ორმა არასრულწლოვანმა უწყება უკვე დატოვა, მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდები, რომლებიც ძალოვანი უწყების წარმომადგენლების კითხვებს პასუხობენ, შემთხვევის უშუალო შემსწრეები და ის მოსწავლეები არიან, ვინც მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა. უცნობია რა სახის ინფორმაციას მიაწვდიან ისინი გამოძიებას და რამდენი ბავშვია დაბარებული გამოკითხვაზე.  უწყებას ჯერ-ჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. არასრულწლოვნების ნაწილი მშობლებთან ერთად, ნაწილი კი უფლებადამცველების თანხლებით მოვიდა სამინისტროში. 

არასრულწლოვანთა ოჯახის წევრები დღეს თავს იკავებენ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისგან, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ შსს-დან გუშინ დაუკავშირდნენ და მისვლა სთხოვეს. კონკრეტულად რა კითხვები ექნებათ სამართალდამცველებს, მათთვის უცნობია. ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი