„ბათუმის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები“ -ამ თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ბათუმის მერიის, სავაჭრო სამრეწველო პალატის და ბიზნესმენ ქალთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ორგანიზატორებმა მეწარმეებს კიდევ ერთხელ გააცნეს ის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები, რომელთა მიზანიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. საუბარი შეეხო „აწარმოე საქართველოში“ მცირე და მიკრო მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამასაც, რომლის მიზანიც მეწარმეობის გაძლიერება და ახალის სამუშაოების შექმნის ხელშეწყობაა.