თხილნარი-ახალსოფლის გზაზე დაგებული სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოხსნას ითხოვენ მიკროავტობუსების მძღოლები. მათი თქმით, ერთ კილომეტრ მონაკვეთში ათამდე ხელოვნური ბარიერია, რაც მოძრაობისას დისკომფორტს ქმნის.
ხელვაჩაურის მერი ამბობს, რომ მძღოლების მოთხოვნას გაითვალისწინებენ, მისი ინფორმაციით, ვიდეოკამერების დადგმასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.