ბაღების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. მისი განცხადებით, ადგილობრივმა მთავრობამ ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა მიბაძოს.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, ხელფასები სექტემბერში 20 პროცენტით გაიზარდა და ამ ეტაპზე მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით გამგეების გარდა, ბაღის თანამშრომლების ხელფასები საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 450-დან 550 ლარამდე მერყეობს.