ევროპულმა სასამართლომ საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმის არსებითი განხილვა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციას გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით პასუხის გაცემა მოუწევს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გიგა ოთხოზორიას საქმეს პრეცედენტული მნიშვნელობა აქვს. გიგა ოთხოზორია 2016 წლის მაისში, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა.