პირველად თეატრის სცენაზე ბროდვეის სტილის მიუზიკლი მერი პოპინსი იქნება ნაჩვენები. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი წელს მერვე საპრემიერო ჩვენებას მართავს.
საახალწლოდ თეატრი პატარებს სწორედ ამ სპეკტაკლით უმასპინძლებს. მიუზიკლი 18 დან 30 დეკემბრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი. სპეკტაკლი პამელა ტრევერსის ცნობილი ნაწარმოების „მერი პოპინსის მიხედვით“ შეიქმნა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჯადოქარი ძიძის ამბავს ასახავს.